ბრიტანული საიტი The72.co.uk უოტფორდის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ვრცელ სტატია აქვეყნებს:
"გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა მას შემდეგ, რაც კლუბს თავდაპირველად იჯარით შეუერთდა 2023 წლის აგვისტოში. თუმცა, 26 წლის ფეხბურთელის ცუდი სეზონი შესაძლოა გახდეს მიზეზი, რომ კლუბი მის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანოს. უოტფორდს არ შეუძლია ისეთი ფეხბურთელების ყოლა, რომლებიც მის გრძელვადიან გეგმას არ ასრულებენ. ჩაკვეტაძისგან ახლავე ფულის გამომუშავება შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს მნიშვნელოვანი მოგების მისაღებად და ისეთი გუნდის შექმნაში რეინვესტირებისთვის, რომელიც პლეი ოფში მოხვედრას შეძლებს.
ჩაკვეტაძე, ალბათ, ამჟამად ჩემპიონშიპში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. თუმცა, მისი სტატისტიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის შესაძლებლობებს გაცილებით ჩამორჩა. 2025/26 წლების სეზონში ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში 29 თამაშიდან მხოლოდ 22-ჯერ მოხვდა. ნახევარმცველი იმ ფეხბურთელის ჩრდილს წარმოადგენდა, რომელიც სულ რაღაც ერთი სეზონის წინ იყო და მხოლოდ სამი საგოლე პასი გააკეთა. უოტფორდმა ამ ზაფხულს მისგან ფინანსური მოგების მიღება უნდა სცადოს, იმის ნაცვლად, რომ მომავალ სეზონშიც მან ისეთი სეზონი ჩაატაროს, რომელიც გასულ სეზონში ჰქონდა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლო სეზონში უოტფორდში დიდად მოტივირებული არ ჩანდა. მისი მთავარი მინუსი შედეგიანობის ნაკლებობაა და ახლა გაყიდვის დროა.
გასულ ზაფხულს ქართველი ფეხბურთელით ვალენსია დაინტერესდა, უოტფორდი კი მისი გაშვების სანაცვლოდ თითქმის 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ 2025/26 წლების სეზონში მისმა თამაშებმა უდავოდ შეამცირა მისი ღირებულება, უოტფორდს მაინც შეუძლია კარგი მოგების მიღება. ჩაკვეტაძე ინგლისში დაახლოებით 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და ნახევარმცველის ღირებულება ამჟამად ამ ფასზე ორჯერ მეტია. 26 წლის ფეხბურთელის ტექნიკური შესაძლებლობები მას ევროპის წამყვან ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს.
უოტფორდი ამ ზაფხულს გაცილებით მეტი გამოცდილების მქონე მოთამაშეების დამატებას გეგმავს. თუ ქართელი გაიყიდება, "ჰორნეტსს" შეეძლება ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც ალბათ, გუნდის სხვა ფეხბურთელებს, როგორიცაა ნესტორი ირანკუნდა და ედოარდო ბოვე, უკეთ შეავსებენ", - წერს გამოცემა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ