მოუირინიომ რეალს კვარაცხელიას თაობაზე დიდი პირობა წაუყენა მოუირინიომ რეალს კვარაცხელიას თაობაზე დიდი პირობა წაუყენა » Footballnews მოუირინიომ რეალს კვარაცხელიას თაობაზე დიდი პირობა წაუყენა
გათიშვა

მოუირინიომ რეალს კვარაცხელიას თაობაზე დიდი პირობა წაუყენა

მოუირინიომ რეალს კვარაცხელიას თაობაზე დიდი პირობა წაუყენა
1 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ბოლო დროს უცხოური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის რეალს აქტიურად უკავშირებს.

მოგეხსენებათ, ბლანკოსს ახალი სეზონიდან ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს და გუნდში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი.

ფრანგული გამოცემა foot01-ის ჟურნალისტი კორენტინ ფეისი ამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს:

"რეალისთვის პრიორიტეტული შემტევი მაიკლ ოლისეა, მაგრამ ბაიერნი მას კოლოსალური შეთავაზების შემთხვევაშიც არ შეელევა. TEAMtalk-მა დაადასტურა, რომ სამეფო კლუბის ერთ-ერთი სამიზნე მართლაც პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა.

დიდ მატჩებში მუდამ ზეეფექტური 25 წლის ქართველი დაცვაში კარგი თამაშითაც ძალიან მოეწონა მოურინიოს და მან კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის განხორციელების აუცილებლობა დაუდასტურა. თუმცა, ხვიჩას გაშვებას პარი სენ ჟერმენი არ დათანხმდება. 

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონია, სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იციან, რომ ის შეუცვლელია და მისი გაყიდვა შეუძლებელია. ერთადერთი, რამაც შეიძლება კვარას ბლანკოსში გადასვლაში ხელი შეუწყოს, ის ფაქტორი იქნება, თუ თავად გამოთქვამს წასვლის სურვილს და რეალი წინადადებით მიმართავს, რაც ჯერ არ მომხდარა.

პარიზელი გულშემატკივრები მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და თითებს იმ იმედით აჯვარედინებენ, რომ მათი ახალი ფავორიტი ფეხბურთელი პარკ დე პრენსზე როგორც მინიმუმ ერთი წელი დარჩება“.

FACEBOOK კომენტარები