გიორგი მამარდაშვილი ბეშიქთაშში გადადის? - ყველაფერი თავდაყირა დადგა გიორგი მამარდაშვილი ბეშიქთაშში გადადის? - ყველაფერი თავდაყირა დადგა » Footballnews გიორგი მამარდაშვილი ბეშიქთაშში გადადის? - ყველაფერი თავდაყირა დადგა
გათიშვა

გიორგი მამარდაშვილი ბეშიქთაშში გადადის? - ყველაფერი თავდაყირა დადგა

გიორგი მამარდაშვილი ბეშიქთაშში გადადის? - ყველაფერი თავდაყირა დადგა
1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია იმის ალბათობა, რომ ალისონ ბეკერი ლივერპულში კიდევ 1 წლით დარჩება.

ამ შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილი გუნდს 100%-ით დატოვებს, რადგან ის ზედიზედ ორი სეზონი სათადარიგო მეკარეობას არ გეგმავს.

საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რადგან მქართველი კიპერი მერსესაიდელების სამომავლო გეგმებში შედის.

თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდას გადაბირება ბეშიქთაშს სურს.

Falsoreport-ის ცნობით, ლივერპული თურქული კლუბის შეთავაზება დათანხმდება.

ბეშიქთაში ინგლისელებს მამარდაშვილის სრული სეზონური ხელფასის 6,5 მილიონი ევროს დაფარვას ჰპირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ თურქები ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობენე და, როგორც იწერება, ისინი სენტ-ეტიენთან მოლაპრაკებების დასკვნით ეტაპზე არიან.

FACEBOOK კომენტარები