ჯერ კვარაცხელია გააკრიტიკა, ახლა კი მუნდიალს შეუტია - რა თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა ჯერ კვარაცხელია გააკრიტიკა, ახლა კი მუნდიალს შეუტია - რა თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა » Footballnews ჯერ კვარაცხელია გააკრიტიკა, ახლა კი მუნდიალს შეუტია - რა თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა
გათიშვა

ჯერ კვარაცხელია გააკრიტიკა, ახლა კი მუნდიალს შეუტია - რა თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა

ჯერ კვარაცხელია გააკრიტიკა, ახლა კი მუნდიალს შეუტია - რა თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა
2 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ფრანგმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ, რომელიც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, ამეჯრად მუნდიალს შეუტია.

მას წარსულში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც აქვს ნათქვამი, რომ მას ლიგა 1 საერთო არ აინტერესებს.

"მსოფლიო ჩემპიონატზე რაც უფრო წინ მივდივართ, 48-გუნდიანი ფორმატი სულ უფრო გაუმართლებლად მიმაჩნია. ჯგუფები სუსტია, რეალური კონკურენცია არ არსებობს.

შეხედეთ, ჯგუფში ახალი ზელანდია, ეგვიპტე, ბელგია და ირანი არიან. მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ და არა საკვალიფიკაციო ეტაპზე. შვეიცარია, კატარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და კანადა, ესეც იგივეა.

არ მესმის, რატომ ღელავთ ასე პატარა გუნდებზე, კარგად იცით, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს მატჩები. მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის თასი არ არის - ეს ელიტური ტურნირია. 

თუ რესტორანში მიხვალთ და 40 კერძით გამასპინძლდებიან, არ არის აუცილებელი ყველა შეჭამოთ. თუ ლოკოკინები არ გიყვართ, შეჭამთ? - მე არა".

FACEBOOK კომენტარები