მიზეზი გაამჟაღვნეს! - რატომ გადაიყვანეს გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან უდინეზეში მიზეზი გაამჟაღვნეს! - რატომ გადაიყვანეს გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან უდინეზეში » Footballnews მიზეზი გაამჟაღვნეს! - რატომ გადაიყვანეს გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან უდინეზეში
გათიშვა

მიზეზი გაამჟაღვნეს! - რატომ გადაიყვანეს გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან უდინეზეში

მიზეზი გაამჟაღვნეს! - რატომ გადაიყვანეს გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან უდინეზეში
12 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
უგულშემატკივრე სპართან ერთად

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უოტფორდიდან უდინეზეში გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ უდინეზეც და უოტფორდიც ერთ ორგანიზაციას ეკუთვნის, შესაბამისად ტრანსფერი მარტივად გაიჩარხა.

ორგანიზააციის ტექნიკურმა დირექტორმა, ჯანლუკა ნანიმ ქართველზე ისაუბრა:

„გიორგიმ იგრძნო, რომ ჩემპიონშიპში გატარებული სამი სეზონის შემდეგ დრო იყო, ძალები სხვა ლიგაში გამოეცადა. როგორც კი ეს გაირკვა, ჩვენ კლუბისა და ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტის ძიება დავიწყეთ.“

„ევროპის სხვადასხვა კლუბიდან მიღებული შემოთავაზებების შემდეგ, ტექნიკურმა დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ეს ძალიან ნიჭიერი მოთამაშე ჩვენს ჯგუფში (სტრუქტურაში) შეენარჩუნებინა, რაც გიორგის კვლავ აძლევს შესაძლებლობას, ითამაშოს უმაღლესი დონის ფეხბურთი სერია ა-ში.“

„გიორგი „უოტფორდში“ ყოფნისას ყოველთვის უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო და მიგვაჩნია, რომ მის კარიერაში სწორედ ახლაა შესაფერისი მომენტი, რათა მიეცეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, დიდ გუნდებთან თამაშის გამოცდილება.“

„მადლობას ვუხდით გიორგის უოტფორდში გაწეული სამუშაოსთვის (თამაშისთვის) და მოუთმენლად ველოდებით, როგორ განვითარდება იგი „უდინეზეში“.“

FACEBOOK კომენტარები