რატომ უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი რატომ უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი » Footballnews რატომ უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი
გათიშვა

რატომ უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი

რატომ უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთი
1 საათის და 10 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
უგულშემატკივრე სპართან ერთად

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოქროს ბურთის რეიტინგში პსჟ-ს ქართველი სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მოწინავე პოზიციაზე იყო.

იმ დროს ხვიჩას მედიაში ბევრი გამარჯვებულადაც კი ასახელებდა.

თუმცა ახლა მუნდიალის საფინალო მატჩს ველოდებით და სიტუაცია შეიცვალა:

გამოცემებს კვარა ტოპ 5-ეულშიც არ შეჰყავთ, ის უმეტესად მე-7, მე-8 პოზიციაზეა გამწესებული.

მოგეხსენებათ, ფინალში ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი დაუპისიპრიდებიან, ამ ორ გუნდში კი ოქროს ბურთის გამოკვეთილი ფავორიტი არ იძებნება.

საფრანგეთის, ან ინგლისის გაჩემპიონების შემთხვევაში ოქროს ბურთს კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი ან უსმან დემბელე მიიღებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა, რაც გზას კვარაცხელიას უთავისუფლებს.

ქართველს საოცარი სეზონის ჰქონდა პსჟ-ში, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, პლეი-ოფებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა თუ საგოლე პასი შეასრულა და რაც ყველაზე მთავარია - ფინალში პარიზელებმა, რომლებსაც არაფერი გამოსდიოდათ, კვარას მოპოვებული პენალტით გაიტანეს გამათანაბრებელი გოლი, რამაც საბოოლოოდ გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.

მოკლედ - ხვიჩა წელს ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ასევე გააქტიურდა საუბარი ლეო მესის მე-9 ოქროს ბურთის შესახებ, მხოლოდ იმ დიდებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო რასაც ატარებს, თუმცა არაევროპულ გუნდში თამაშით ამ ჯილდოს მოპოვება არც თუ ისე რეალურია, თუმცა ეს ლეო მესია.

ჩვენ ვიმედოვნოთ, რომ კვარა ოქროს ბურთის მინიმუმ ხუთეულში შევა, თუმცა ობიექტურად რომ შევხედოთ მოგებაც სავსებით რეალურია.

FACEBOOK კომენტარები