კვარაცხელია: "ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ? გულწრფელად გიპასუხებთ..." კვარაცხელია: "ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ? გულწრფელად გიპასუხებთ..." » Footballnews კვარაცხელია: "ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ? გულწრფელად გიპასუხებთ..."
გათიშვა

კვარაცხელია: "ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ? გულწრფელად გიპასუხებთ..."

კვარაცხელია: "ოქროს ბურთს მე ვიმსახურებ? გულწრფელად გიპასუხებთ..."
2 საათის და 56 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პარი სენ-ჟერმენმა სეზონის პირველი ტიტული მოიგო - უეფას სუპერთასის ფინალში პარიზულმა კლუბმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი კვარამ გაიტანა, მან ინგლისელთა კარი მე-20 წუთზე აიღო.

ხვიჩამ მატჩის შემდეგ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა:

"ოქროს ბურთი? ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთ ჯილდოს გიკავშირებენ, მაგრამ ამ გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს. 

ბედნიერი ვარ, როგორი სეზონიც მქონდა. ზოგი ამბობს, რომ მეც ვიმსახურებ, ვნახოთ, რა მოხდება.

ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება? რთული იქნება, თუმცა, ამისთვის ყოველდღე ბევრს ვიმუშავებთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

FACEBOOK კომენტარები