"ბურთი უამრავჯერ დაკარგა, ნაკლებად დამაბნეველი იყო..." - ფრანგული მედია კვარაზე "ბურთი უამრავჯერ დაკარგა, ნაკლებად დამაბნეველი იყო..." - ფრანგული მედია კვარაზე » Footballnews "ბურთი უამრავჯერ დაკარგა, ნაკლებად დამაბნეველი იყო..." - ფრანგული მედია კვარაზე
გათიშვა

"ბურთი უამრავჯერ დაკარგა, ნაკლებად დამაბნეველი იყო..." - ფრანგული მედია კვარაზე

"ბურთი უამრავჯერ დაკარგა, ნაკლებად დამაბნეველი იყო..." - ფრანგული მედია კვარაზე
2 საათის და 59 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ რენს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრაში ფერან ტორესი პარიზელებს გმირად მოევლინდა და დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ფრანგულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელია შეაფასა:

Le Parisien – 4 ქულა: ხიფათი რეგულარულად სწორედ მისი ფლანგიდან იქმნებოდა, მათ შორის პირველ ტაიმში მოპოვებული 4 კუთხურით, თუმცა ქართველი საკმარისად მწვავე არ ყოფილა. 27-ე წუთზე მან 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ მისი მარჯვენათი მოჭრილი დარტყმა „რენის“ ცოცხალმა კედელმა აისხლიტა.

Maxifoot – 3.5 ქულა: „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ზედმეტად ხშირად მარცხდებოდა. არადა, პირველ წუთებში ქართველს საინტერესო ჩანაფიქრები და მცდელობები ჰქონდა. თუმცა, ინდივიდუალური გარღვევებისას ყოფილმა ნეაპოლიტანელმა ბურთი უამრავჯერ დაკარგა, განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, როცა შიმანსკიმ ანგარიში გახსნა. მან სამბა ერთხელაც ვერ აანერვიულა.

CulturePSG – 4 ქულა: ბოლო თამაშისგან განსხვავებით, ბურთს უფრო ხშირად იღებდა, თუმცა მეტოქისთვის კვლავაც ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო.

FACEBOOK კომენტარები