უცნობი დეტალი - მამარდა ლივერპულში კონკრეტული პირობით დარჩა უცნობი დეტალი - მამარდა ლივერპულში კონკრეტული პირობით დარჩა » Footballnews უცნობი დეტალი - მამარდა ლივერპულში კონკრეტული პირობით დარჩა
გათიშვა

უცნობი დეტალი - მამარდა ლივერპულში კონკრეტული პირობით დარჩა

უცნობი დეტალი - მამარდა ლივერპულში კონკრეტული პირობით დარჩა
4 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ინგლისური „ნოტინგემ ფორესტი“ გიორგი მამარდაშვილის დამატებით არის დაინტერესებული.

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, კლუბმა უკვე გამოკითხა „ლივერპული“ ქართველი მეკარის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

„ფორესტი“ ახალი ძირითადი მეკარის დამატებას ცდილობს და მამარდაშვილი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ინგლისურ კლუბს მანამდე დინ ჰენდერსონის დამატებაც სურდა, თუმცა მისი შეთავაზება უარყვეს.

როგორც ცნობილი ხდება, მამარდას წარმომადგენლები გუნდს მაისში შეხვდნენ, სადაც მეკარის მხარემ მათ განუცხადა, რომ გიორგი უნდა ყოფილიყო ან პირველი მეკარე, ან კლუბი უნდა დაეტოვებინა, თუნდაც იჯარის წესით.

სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ქართველი კიპერი კვლავს ლივერპულშია, თუმცა მას მისცეს გარანტია, რომ ალისონის წასვლის შემდეგ ის ნომერ პირველი მეკარე იქნება.

გირჩევთ