ხვიჩა კვარაცხელიას ახალი შეთავაზება მაგიდაზე უდევს! ხვიჩა კვარაცხელიას ახალი შეთავაზება მაგიდაზე უდევს! » Footballnews ხვიჩა კვარაცხელიას ახალი შეთავაზება მაგიდაზე უდევს!
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი შეთავაზება მაგიდაზე უდევს!

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი შეთავაზება მაგიდაზე უდევს!
4 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მედიაში იწერება, პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. 

პარიზული კლუბის ცნობილი "ინსაიდერი" Djaameel წერს, რომ შეთავაზება უკვე მაგიდაზეა.

"ხვიჩა კლუბში ყველასგან დაფასებულია თავისი თამაშისა და მენტალიტეტის წყალობით.

როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე ხელმძღვანელობას სურს, ის პარიზული პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბურჯად აქციოს", - წერს წყარო.

სავარაუდოა, რომ კლუბი კვარას გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს - უპირველესყოვლისა მომატებული ხელფასი და + 2 წელი არსებულ კონტრაქტზე.

ამჟამად ქართველს პარიზელებთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გირჩევთ