გაზიანთეფთან წაგებული მატჩის (2:4) შემდეგ, გიოზთეფეს მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა, იმ გულშემატკივრებს უპასუხა, რომლებიც თამაშის განმავლობაში ქართველ მეკარეს უსტვენდნენ:
,,მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო წუთამდე იბრძვის. ზოგჯერ ყველაფერი ისე ხდება, როგორც გვინდა, ზოგჯერ კი - არა. ფეხბურთში კარგი დღეებიც არსებობს და ცუდიც. მაგრამ, ვერავინ შეძლებს ჩემი ბრძოლის, ჩემი ხასიათისა და იმ შრომის ეჭვქვეშ დაყენებას, რომელიც ამ მაისურისთვის გავიღე.
თქვენი საქციელი გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ გიოზთეფეს ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ეს კლუბი და ყოველთვის, ყოველ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათ მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული მაქვს.
დიახ, შესაძლოა ახლა ცუდ პერიოდს გავდივართ, მაგრამ გიოზთეფეში მოსვლის პირველივე დღიდან არ ყოფილა არცერთი დღე, რომ ამ კლუბის ემბლემა და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში თუ მოედანზე...
ხოლო მათ, ვინც კლავიატურას ეფარება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი პატარა, ოდესმე ქუჩაში ან სადმე სხვაგან აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს...”
- წერს ლუკა გუგეშაშვილი
ლუკა გუგეშაშვილმა 4-ვე გოლი პირველ ნახევარში გაუშვა. 27 წლის მეკარე მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა, ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ