"ამ მომენტში არადამაჯერებელი იყო, მაგრამ..." - ინგლისური პრესა მამარდას აფასებს "ამ მომენტში არადამაჯერებელი იყო, მაგრამ..." - ინგლისური პრესა მამარდას აფასებს » Footballnews "ამ მომენტში არადამაჯერებელი იყო, მაგრამ..." - ინგლისური პრესა მამარდას აფასებს
გათიშვა

"ამ მომენტში არადამაჯერებელი იყო, მაგრამ..." - ინგლისური პრესა მამარდას აფასებს

"ამ მომენტში არადამაჯერებელი იყო, მაგრამ..." - ინგლისური პრესა მამარდას აფასებს
6 საათის და 25 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ბრიტანული მედია ტოტენჰემის წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილის საოცარ მატჩს ეხმაურება:

𝐓𝐡𝐢𝐬 𝐢𝐬 𝐀𝐧𝐟𝐢𝐞𝐥𝐝: "შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ განსაცვიფრებელი სეივი შეასრულა და ლუკას ბერგვალს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აიღო. მამარდაშვილი ბევრ ასპექტში აშკარად ძალიან მაგარი მეკარეა, მაგრამ იმისგან, რომ სტაბილურ მოთამაშედ ჩაითვალოს, ჯერ კიდევ შორს არის".

𝐈𝐧𝐝𝐞𝐩𝐞𝐧𝐝𝐞𝐧𝐭: "ლივერპულის მეორე მეკარემ, 0:0-ზე, ლუკას ბერგვალის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და რთული დარტყმა მოიგერია. იგივე გააკეთა მატჩის ბოლოსკენ, ომარ მარმუშის ეპიზოდის დროს, თუმცა ტოტენჰემის კუთხურისას სუსტად გამოიყურებოდა".

𝐋𝐢𝐯𝐞𝐫𝐩𝐨𝐨𝐥 𝐄𝐜𝐡𝐨: "მაყურებლების მოთმინება რამდენჯერმე გამოცადა. ლუკას ბერგვალს ახლო მანძილიდან რთული ბურთი აუღო. მეორე ტაიმში მოჰამედ კუდუსის წინააღმდეგ კარგი სეივი შეასრულა, შემდეგ კი ომარ მარმუშს საოცარი ბურთი აუღო, თუმცა ტოტენჰემის გოლის დროს არადამაჯერებელი იყო".

𝐒𝐩𝐨𝐫𝐭𝐬 𝐈𝐥𝐥𝐮𝐬𝐭𝐫𝐚𝐭𝐞𝐝: "სენსაციური სეივი ძალიან ახლო მანძილიდან განხორციელებული დარტყმისას, რამაც ტოტენჰემს დაწინაურების საშუალება არ მისცა. ამ მოგერიებამ თავდაჯერებულობა გაუზარდა და მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბრწყინვალე სეივი შეასრულა. კუთხურის დროს დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ მატჩის ბოლოს მისმა გამაოგნებელმა მოგერიებამ ლივერპულს უპირატესობა შეუნარჩუნა".

გირჩევთ