5 მიზეზი, რატომაც ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს 5 მიზეზი, რატომაც ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს » Footballnews 5 მიზეზი, რატომაც ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს
გათიშვა

5 მიზეზი, რატომაც ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს

5 მიზეზი, რატომაც ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს
6 საათის და 31 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში პსჟ-ს ქართველი სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მოწინავე პოზიციაზეა.

გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომაც კვარა ამ ჯილდოს იმსახურებს:

I. მუნდიალზე საფრანგეთის, ან ინგლისის გაჩემპიონების შემთხვევაში ოქროს ბურთს კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი ან უსმან დემბელე მიიღებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა, რაც გზას კვარაცხელიას უთავისუფლებს.

II. ქართველს საოცარი სეზონის ჰქონდა პსჟ-ში, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, პლეი-ოფებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა თუ საგოლე პასი შეასრულა.

III. რაც ყველაზე მთავარია - ფინალში პარიზელებმა, რომლებსაც არაფერი გამოსდიოდათ, კვარას მოპოვებული პენალტით გაიტანეს გამათანაბრებელი გოლი, რამაც საბოოლოოდ გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.

IV. ხვიჩა წელს ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

V. ასევე გააქტიურდა საუბარი ლეო მესის მე-9 ოქროს ბურთის შესახებ, მხოლოდ იმ დიდებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო რასაც ატარებს, თუმცა არაევროპულ გუნდში თამაშით ამ ჯილდოს მოპოვება არც თუ ისე რეალურია.

გირჩევთ