25 მილიონი ევრო მაგიდაზეა - გიორგი კვერნაძე იტალიურ გრანდში მიდის?! 25 მილიონი ევრო მაგიდაზეა - გიორგი კვერნაძე იტალიურ გრანდში მიდის?! » Footballnews 25 მილიონი ევრო მაგიდაზეა - გიორგი კვერნაძე იტალიურ გრანდში მიდის?!
გათიშვა

25 მილიონი ევრო მაგიდაზეა - გიორგი კვერნაძე იტალიურ გრანდში მიდის?!

25 მილიონი ევრო მაგიდაზეა - გიორგი კვერნაძე იტალიურ გრანდში მიდის?!
4 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

იტალიელი ჟურნალისტი, მარკო ბარძაგი იუწყება, რომ რომა გიორგი კვერნაძის შესაძენად მზადაა.

მისი ინფომრმაციით, ჯალოროსი ფროზინონეს ქართველი შემტევის დამატებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს და მისთვის 25 მილიონ ევროს ამზადებს.

გასპერინი გარემარბს ეძებს და მისი სათამაშო სტილისთვის კვერნაძის ტრანსფერი იდეალური იქნებოდა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს ქართველი იანვრამდე დარჩენილ მატჩებში, მაგრამ მის მიმართ ინტერესი პრემიერლიგიდანაც არსებობს, „რომაში“ კი იციან, რომ ინგლისურ კლუბებთან კონკურენციაში შესვლა გაუჭირდებათ“, - წერს ჟურნალისტი.

აქვე მოგახსენებთ, რომ კვერნაძეს სერია ა-ს საწყის 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

გირჩევთ