როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-6 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ ადგილზე ქართველი ჟურნალისტის გარდა ბერძენმა ჟურნალისტმა, მანოს სტარამოპულოსმა გაიყვანა.
სტარამოპულოსმა მედიასთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა:
„კვარაცხელია, ეს გამორჩეული ქართველი ვინგერი, იყო თავისი გუნდის, ევროპის ჩემპიონის, საკვანძო და ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი. მთელი სეზონის განმავლობაში მისი საერთო თამაშის წყალობით, მან ხელი შეუწყო გუნდს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე პოზიციის შენარჩუნებაში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მან მოიპოვა პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალის წინააღმდეგ.
შემდეგ, უეფას სუპერთასის ფინალში ასტონ ვილას წინააღმდეგ, მან კიდევ ერთხელ გაკვალა გზა გამარჯვებისკენ და ფანტასტიკური გოლი გაიტანა პარი სენ-ჟერმენის 2:1 გამარჯვებაში.
კიდევ ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ფეხბურთელი, ისევე როგორც სპორტსმენი, ჟურნალისტი, მომღერალი ან სხვა საზოგადო მოღვაწე, მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს და კვარაცხელია მისაბაძი მაგალითია.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისთვის პირველი ადგილის მინიჭება. მესმის, რომ ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ჟურნალისტზე შეიძლება გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ქართველს არ აქვს იგივე რეპუტაცია ან მუდმივი მედია ყურადღება, რაც მბაპეს, ჰარი კეინს, მესის ან რონალდუს",
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ