ახალი ინფორმაცია გავრცელდა - რა ხდება კვარას კონტრაქტზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა - რა ხდება კვარას კონტრაქტზე » Footballnews ახალი ინფორმაცია გავრცელდა - რა ხდება კვარას კონტრაქტზე
გათიშვა

ახალი ინფორმაცია გავრცელდა - რა ხდება კვარას კონტრაქტზე

ახალი ინფორმაცია გავრცელდა - რა ხდება კვარას კონტრაქტზე
29 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მედიაში იწერება, პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. 

პარიზული კლუბის ცნობილი "ინსაიდერი" Djaameel წერს, რომ შეთავაზება უკვე მაგიდაზეა.

"ხვიჩა კლუბში ყველასგან დაფასებულია თავისი თამაშისა და მენტალიტეტის წყალობით.

როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე ხელმძღვანელობას სურს, ის პარიზული პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბურჯად აქციოს", - წერს წყარო.

სავარაუდოა, რომ კლუბი კვარას გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს - უპირველესყოვლისა მომატებული ხელფასი და + 2 წელი არსებულ კონტრაქტზე.

ამჟამად ქართველს პარიზელებთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან! 

გირჩევთ