მიდის თუ რჩება - ავტორიტეტული გამოცემა მამარდას მომავალზე ინფორმაციას ავრცელებს მიდის თუ რჩება - ავტორიტეტული გამოცემა მამარდას მომავალზე ინფორმაციას ავრცელებს » Footballnews მიდის თუ რჩება - ავტორიტეტული გამოცემა მამარდას მომავალზე ინფორმაციას ავრცელებს
გათიშვა

მიდის თუ რჩება - ავტორიტეტული გამოცემა მამარდას მომავალზე ინფორმაციას ავრცელებს

მიდის თუ რჩება - ავტორიტეტული გამოცემა მამარდას მომავალზე ინფორმაციას ავრცელებს
2 საათის და 10 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

შესაძლოა გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის“ დატოვება მოუწიოს - Sky Sports-ის ჟურნალისტის ვინი ო’კონორის ცნობით, თუ ინგლისური კლუბი ალისონ ბეკერთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, ქართველი მეკარე გუნდის შეცვლაზე დაფიქრდება.

„ალისონს გუნდში დარჩენა სურს. 34 წლის ასაკშიც კი, ის ანდონი ირაოლას ფორმაციაში უდავო პირველი ნომერია. ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები კულისებს მიღმა უკვე მიმდინარეობს, ვინაიდან ბრაზილიელს მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურება. ვირჯილ ვან დაიკისა და მოჰამედ სალაჰის შემთხვევების მსგავსად, „ლივერპული“ არც ამჯერად აკეთებს ოფიციალურ კომენტარს იმაზე, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ვან დაიკთან და სალაჰთან შეთანხმებას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწიეს, რაც მათ ხელშეკრულებებს ვადა სულ რამდენიმე თვეში ეწურებოდა. შესაბამისად, კლუბის მხრიდან ალისონის მომავალზე ასეთი მოთმინების გამოჩენა სრულიად ლოგიკურია. თუმცა, თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმდებიან - რაც ბრაზილიელის „ენფილდზე“ ყოფნას 9 წელზე მეტხანს გაახანგრძლივებს - გიორგი მამარდაშვილს საკუთარი კარიერის შესახებ პრინციპული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მეკარე 26 წლისაა და 2024 წლის ზაფხულში ტრანსფერის განხორციელების შემდეგ მხოლოდ სათადარიგოთა სკამით უწევს დაკმაყოფილება, გასაკვირი არ იქნება, თუ ის გუნდის შეცვლას მოინდომებს. მამარდაშვილის მთავარი მიზანი მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა - ზუსტად ისეთივესი, როგორიც მას „ვალენსიაში“ ასპარეზობისას ჰქონდა.“

გირჩევთ