როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე სუპერკომპიუტერმა თავისი პროგნოზი შემოგვთავაზა.
მისი ვარაუდით, საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში გოლის გატანას შეძლებს.
უფრო კონკრეტულად კი გოლის ავტორი კვლავ გიორგი მიქაუტაძე გახდება, რომელსაც ამ ტურნირზე უკვე ორი ბურთი აქვს შეგდებული.
შეგახსენებთ, რომ ეს დაპირისპირება 26 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.