„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ფინანსური საკითხის გამო ვერ ხერხდება და ფეხბურთელის ხელფასზე მხარეებს შორის მოთხოვნასა და კლუბის შეთავაზებას შორის დიდი სხვაობაა:
„კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ქართველმა პსჟ-ის შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს გასამრჯელოს შემდეგ თამასა მაღლა ასწია და 8 მილიონსაც კი ითხოვს. თავის მხრივ, ნეაპოლური კლუბი ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ მზადაა ანაზღაურება 5.5 მილიონამდე გაუზარდოს. ეს იმასთან შედარებით, რასაც დღემდე იღებს (1.8 მლნ), მნიშვნელოვ
ანი მომატებაა.
მოცემულ მომენტში ხვიჩას ორი ვარიანტი აქვს: დათანხმდეს წინადადებას ან დარჩეს არსებული პირობებით, რათა 2025 წელს მოლაპარაკებებისას უფრო მყარი პოზიციები ჰქონდეს და შესაძლოა, იძულებითაც განახორციელებინოს ტრანსფერი. მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, სურს გუნდში თავისი მოღვაწეობა ამ გაუგებრობის გარეშე დაიწყოს, მაგრამ ჯერ ხელმძღვანელობას არავითარი დადებითი პასუხი არ მიუღია“.