გიორგი მამარდაშვილის ვალენსიადან წასვლა წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ უფრო რეალური გახდა.
ამჟამად ქართველი მეკარის სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა, თუმცა ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, ვალენსია მის სანაცვლოდ მეტს მოითხოვს.
მამარდას შეძენა არაერთ გრანდს სურს. უკანასკნელი ინფორმაციით, ქართველი, შესაძლოა, ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, ლივერპულში ვიხილოთ.
football365 წერს, რომ ალისონ ბეკერი საუდის არაბეთის გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებს და კლუბიც ახალი მეკარის ძიებას მალე დაიწყებს. საუკეთესო ვარიანტი კი ამ ეტაპზე მამარდაშვილია.
როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ უცნობია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თითქმის 2 თვე დარჩა.