Mirror-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ლივერპულს ხელიდან გამოსტაცოს ვალენსიას ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, თუმცა ყველაფერი ჯეიდონ სანჩოს მომავალზეა დამოკიდებული. გამოცემის მტკიცებით, იუნაიტედსაც სურს ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე.
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება ჯეიდონ სანჩოს უახლოესი მომავალი. შეძლებს თუ არა იუნაიტედი ბოლო მომენტში "ხელიდან გამოსტაცოს" ლივერპულს გიორგი მამარდაშვილი. იუნაიტედს უკვე დიდი ხანია, სურს ქართველი გოლკიპერი, მაგრამ ტრანსფერისთვის საჭიროა ფეხბურთელების გაყიდვა. 24 წლის სანჩოს გაყიდვა იუნაიტედს დიდ შანსს მისცემს სატრანსფერო მანევრისთვის", - წერს "მირორი".
მედია წერს, რომ ვალენსია გიორგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, ამდენის გადახდა კი ლივერპულს არ სურს, თორემ ქართველ მეკარესთან პირად კონტრაქტზე უკვე მოლაპარაკებულია. სწორედ ამით შესაძლოა, ისარგებლოს მანჩესტერ იუნაიტედმა.
დღეს ვალენსიამ ლა ლიგის პირველ ტურში 1:2 წააგო ბარსელონასთან, მამარდაშვილის 6 "სეივის" მიუხედავად - დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა (გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა). "მესტალია" ქართველს ასეთი შეძახილებით შეხვდა - Giorgi, quédate (გიორგი დარჩი).
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ