მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება.
ევრო 2024-ის შემდეგ ქართველო ქომაგი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს ახალ, უკეთეს გუნდში ელოდება, განსაკუთრებით, გიორგი მამარდაშვილსა, რომელიც "ლივერპულს" უახლოვდება, და გიორგი ქოჩორაშვილს, რომლითაც ბევრი გრანდია დაინტერესებული, თუმცა კონკრეტული არაფერი ისმის.
თუმცა მათ გარდა არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ დრომდე უგუნდოდ არიან:
საბა კვირკველია - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საბამ საუდის არაბეთი დატოვა, ახლა ის ბოლნსის "სიონთან" ერთად ვარჯიშობს და ფორმას იღდგენს.
ნიკა კვეკვესკირი - კვეკვეს "ლეხ პოზნანთან" კონტრაქტი დაუმთავრდა რის შემდეგაც ქართველზე დაიწერა, რომ ის კარიერას კვლავ პოლონეთის სხვა გუნდში გააგრძელებს, თუმცა ახალი არაფერი ისმის.
ჯაბა კანკავა - ჯაბამ "სლოვან ბრატისლავასთან" ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, ამასტანავე ის არც ნაკრებს გაჰყვა ევრო 2024-ზე, ლეგენდარული ქართველი ახლა უგუნდოდაა და შესაძლოა ეს მისი კარიერის ბოლოსკენ წასვლას ნიშნავდეს.
ასევე გეტყვით, რომ უგუნდოდ არიან ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები გურამ გიორბელიძე, ლაზარე კუპატაძე და ვაკო გვილია.