გათიშვა

გაირკვა - რა მიაძახა გიორგი მამარდაშვილმა იაგო ასპასს პენალტის მომენტში

გაირკვა - რა მიაძახა გიორგი მამარდაშვილმა იაგო ასპასს პენალტის მომენტში
4 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლა ლიგის მე-2 ტურში "ვალენსიასა" და "სელტას" მატჩი შედგა, სადაც ვიგოელებმა "ღამურები" 3:1 დაამარცხეს. 

აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილმა იაგო ასპასის პენალტი მოიგერია, რაზეც თავად ესპანელმა შემტევმა მედაიასთან ისაუბრა.

"მამარდაშვილმა ფსიქოლოგიური ომი მომიგო. სანამ დავარტყამდი, გამაფრთხილა, რომ თუ შარშანდელის მსგავსად მისგან მარჯვენა კუთხეში გავუშვებდი ბურთს ვერ ამიღებდა, საპირისპირო კუთხეში კი აუცილებლად მოიგერიებდა. 

"მეგონა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო და საპირისპირო კუთხეში დავარტყი, გიორგიმ კი უპრობლემოდ მოიგერია. 

"ქართველი ძალიან კარგ ფორმაშია. მის წინააღმდეგ წლებია მიწევს თამაში და უკვე კარგად ვხვდები, რატომ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ", - თქვა იაგო ასპასმა.

FACEBOOK კომენტარები