ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".
გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.
"კვარაზე" ცოტა გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ