LFA-ში წარმოშობუთ ქართველმა მებრძოლმა სტავ კორენ ყოყუაშვილმა მიხეილ ხაჩიძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
- გვიამბე შენს შესახებ სტავ, როგორ შემოვიდა სპორტი შენს ცხოვრებაში?
- 24 წლის ვარ, 13 წლიდან ვვარჯიშობ. უკვე 11 წელია სპორტში ვარ. ვვარჯიშობ სერიოზულად და ძლიერ. დავიწყე შერეული ორთაბრძოლით, ძირითადად. მაქვს ჯიუ ჯიცუს ყავისფერი ქამარი. კარგი ბექგრაუნდი მაქვს ჭიდაობაში. ისრაელის ჩემპიონატზე მესამე ადგილი მაქვს დაკავებული ადრე. შეიძლება ითქვას, რომ ჭიდაობაც ჩემი ძლიერი მხარეა. ამას გარდა 4 წელი ვაკეთებდი Muay Thai-ს. სპორტულ ცხოვრებას მივდევ მთელი ცხოვრება.
- როდის გქონდა პირველი პროფესიული ბრძოლა?
- ჩემი პირველი პროფესიული ჩხუბი იყო სრული ომი, 16 წლის ვიყავი, იყო ძლიერი ჩხუბი, 3 რაუნდით, ის ისრაელში ჩატარდა. იყო მასშტაბური, ბევრი ხალხი ესწრებოდა მას. სრული ფურორი იყო. და სწორედ ამ დღიდან ვიცი, რომ განსაკუთრებული ძალა და ენერგია მაქვს, მას შემდეგ წავიდა ჩემი გზა mma-სკენ, გავაანალიზე რომ მენტალურად და ფიზიკურად უფრო სერიოზულად უნდა წავიდე და უფრო მაგარი სპორტსმენი გავხდე. შემდეგ უკვე მეორე ჩხუბი ნიდერლანდებში მქონდა, მეტოქე იქაც მაგარი იყო, გავიმარჯვე, ამის შემდეგ კვიპროსზე ვიჩხუბე ადგილობრივ მოწინააღმდეგესთან, ასევე გამოცდილთან და ძლიერთან, გავიმარჯვე. ამის შემდეგ უკვე გადავწყვიტე რომ ოფიციალურად ჩავერთო პროფესიონალურ ჩხუბებში და და წავიდეს ჩემი კარიერა ამ მიმართულებით.
- ბოლო ჩხუბის შესახებ გვითხარი, შტატებში, ლოს-ანჯელესში იყო, ხომ?!
- ufc-ში ჩავედი, შევხვდი მერაბ დვალიშვილს, ის ჩემი მეგობარია, მიხარია, რომ ვიცნობ და ვმეგობრობ მასთან. ვივარჯიშეთ ერთად, ის დამეხმარა. მას მისი ჩხუბი ჰქონდა, მე ჩემი, მან მოიგო, მეც მოვიგე. ჩემი ჩხუბი იყო LFA-ში, ესეც სერიოზული ორგანიზაციაა და ეს დიდი ნაბიჯია.
- როგორია გეგმები სამომავლოდ? ვიცი, რომ ufc-ის კუთხითაც არის უკვე საუბრები და ხედვები.
- მთავარი მიზანია ufc-ს ჩემპიონი გავხდე, ამ გზაზე ვიყურები და ამ გზით მივდივარ. ესაა ჩემი სტანდარტი და მიზანი. მინდა რომ ვიყო საუკეთესო. არ აქვს მნიშვნელობა რა დრო დასჭირდება, დაველოდები და ვიბრძოლებ მისთვის. მჯერა და ვენდობი ჩემს უნარებს, ვიცი, რომ ოცნებები ხდება, მართალია შუა გზაზე ვარ, მაგრამ ეს ასე იქნება, მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები.
- დროშაზეც გვითხარი სტავ, როგორც კადრებში ვნახე, საქართველო-ისრაელის დროშით გამოდიხარ ოქტაგონზე, ეს დიდი მესიჯია ორივე ქვეყნისთვის.
- მე ისრაელში დავიბადე, აქ გავიზარდე, ჩემი ოჯახი საქართველოდანაა, მე ქართველივით ვგრძნობ თავს, ქართველივით ვიქცევი. მიხარია, რომ ქართული სისხლი მაქვს, მართალია არ დავიბადე საქართველოში, მაგრამ მამაჩემი ხომ დაიბადა. ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ფიზიკურად და გენეტიკურად ქართველივით ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა წარმოვადგენ საქართველოსა და ისრაელის დროშებს ერთად. მიყვარს ისრაელი, ისრაელის ხალხი და ყველაფერი ისრაელის, ის ჩემი სახლია. გიგზავნით ბევრ სიყვარულს საქართველოში
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ