"თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა..." - რას ამბობს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი "თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა..." - რას ამბობს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი » Footballnews "თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა..." - რას ამბობს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი
გათიშვა

"თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა..." - რას ამბობს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი

"თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა..." - რას ამბობს სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი
12 საათის და 6 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა, უგოჩუკვუ ივუმ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან საქართველოს ნაკრებთან განცდილი მძიმე მარცხი (6:1) გაიხსენა:

"საქართველოსთან გამანადგურებელ მარცხზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ არავის დაავიწყდეს, რომ სომხეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ჯერ არ ჩაუტარებია იმდენი ვარჯიში, რომ მაშინვე კარგი შედეგების ჩვენება დაეწყო. მეტიც, ბევრი სომეხი ფეხბურთელი დაშავდა და ქართველებთან მატჩი გამოტოვა.

როგორ შევაფასებდი სომხური ფეხბურთის დონეს ქართველების მარცხის შემდეგ? - საქართველოს ნაკრებთან მარცხი ჯამური ანგარიშით 1:9 არ ასახავს სომხეთის ფეხბურთის დონეს. გავიხსენოთ, მაგალითად, როგორ წააგო ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან 1:7. ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება ხოლმე.

რა საუბარი იყო გასახდელში თამაშის შემდეგ? - რა თქმა უნდა, თბილისში მატჩის შემდეგ გასახდელში მყოფი სომხეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი დეპრესიული და მოწყენილი იყო. ფეხბურთელებს მთავარ მწვრთნელთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდათ. მერწმუნეთ, სომეხი ფეხბურთელები საქართველოდან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას აპირებენ", - განაცხადა ივუმ.

FACEBOOK კომენტარები