გამოცემა Fotomac "ლივერპულთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ირკვევა, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლივერპულის" რიგები შესაძლოა, გუნდის მეკარე ალისონ ბეკერმა დატოვოს.
წყარო იუწყება, რომ ბრაზილიელი ახალ გუნდში მინიმუმ 25 მილიონი ევროს გასამრჯელოს მოითხოვს.
მოგეხსენებათ, შემდეგი სეზონიდან მერსესაიდელთა რიგებს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება და სწორედ ამიტომ ალისონის წასვლა მას გუნდის ძირითად მეკარედ აქცევს.
აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელი კარის დარაჯის დამატების სურვილს "გალათასარაი" გამოთქვამდა, მაგრამ მისი მოთხოვნების გამო თურქებმა გადახდაზე უარი განაცხადეს.