"ულსან ჰიუნდაის" 27 წლის შემტევი გიორგი არაბიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა „ჩემპიონებს“ სტუმრობდა, სადაც კარიერაში გადატანილ მძიმე პერიოდებზე, ფსიქოლოგიურ ფაზებზე, ტრავმებსა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მოახერხა დაბრუნება.
„მეტიც შემეძლო, მაგრამ…“
„შეიძლებოდა, რომ უფრო დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. არსებობდა ფაქტორები, რომლებმაც ხელი შემიშალეს. მთავარი პრობლემა ტრავმები იყო – ზოგადად ტრავმებისკენ მიდრეკილი არ ვარ, მაგრამ მქონდა ორი სერიოზული დაზიანება, ამას კი მამის გარდაცვალება დაემატა. ამ ყველაფერმა მენტალურად იმოქმედა და არა ფიზიკურად.“
„ბედნიერების საძებნელად საქართველოში ჩამოვედი“
„იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, უბრალოდ ხალისი მინდოდა. ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით 2.5 წელიწადში დავბრუნდი ისეთ ფორმაში, როგორიც მანამდე ვიყავი, თუ არა უკეთესშიც.“
„მამა არამარტო მშობელი, არამედ უახლოესი მეგობარი იყო“
„მამაჩემის როლი ჩემს კარიერაში ძალიან დიდი იყო. როცა ის დავკარგე, მხოლოდ მშობელი კი არა, მეგობარიც დავკარგე. შემდეგ წავედი პორტუგალიაში, მაგრამ იმ პერიოდში ფეხბურთზე ნაკლებად ვფიქრობდი – უფრო იმაზე, როგორ მევლო ცხოვრების გზაზე. ამის გადალახვას დრო სჭირდებოდა.“
„ფეხბურთელი თუ ფსიქოლოგიურად მზად არ არის, წინ ვერ მიდის“
„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი – მეტი პასუხისმგებლობა ავიღე როგორც ოჯახის, ასევე ახლო ადამიანების მიმართ. მერე რომ მივიხედე უკან, უკვე სხვანაირად ვუყურებ იმ პერიოდს.“
„8-თვიანი იძულებითი პაუზა...“
„მითხრეს, რომ 8 თვე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი – ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. ტრავმამ შიშები დამიტოვა, რაც გარკვეული დროის შემდეგ მოვიხსენი.“
„ტორპედო და შახტარი – გუნდები, რომლებმაც ყველაზე მეტი მომცეს“
„„ტორპედოში“ ძალიან კარგი პერიოდი მქონდა – დიდი მადლობა გია ცეცაესა და კახა ჩხეტიანს ნდობისთვის. როცა მენდობიან, ბოლომდე ვიხარჯები. „ტორპედოსთან“ ერთად, „შახტარმაც“ ბევრი მომცა, თუმცა მირჩა ლუჩესკუს წასვლის შემდეგ შანსი ვეღარ მივიღე. სათადარიგო სკამზე ჯდომას ვერ ვეგუები – არ ვარ იმ ტიპის ფეხბურთელი.“
„ნაკრები – ყველა ფეხბურთელის ოცნებაა“
„ნაკრებში არდაბარებაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რადგან მაინც ვერაფერს შევცვლიდი. ეს სტაბილურობაზე იმოქმედებდა. საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მწვრთნელზეა და სხვა მიზეზებზე საუბარი არ მინდა.“
„უსამართლობას ვერ ვეგუები“
„ზოგადად, როდესაც რამე არასწორად ხდება, ყოველთვის ვამბობ. სიმართლის მთქმელი ყველას არ უყვარს და ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ცუდი ხასიათი მაქვს.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ