ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა Football Insider-ის ეთერში გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მეკარე „ლივერპულში“ სადებიუტო სეზონში პირველი მეკარე ვერ იქნება.
რას ამბობს რობინსონი: „არ არსებობს შანსი, რომ მამარდაშვილმა გუნდში პირველი ადგილი დაიკავოს. ის მეორე ნომერი იქნება, კელეჰერი კი წავა. უკვე დროა, რომ კელეჰერი და მისი კარიერა უფრო წინ წავიდეს და სხვა გუნდში პირველი ნომერი გახდეს. მან დაამტკიცა, რომ ამის გაკეთება უმაღლეს დონეზე შეუძლია. „ლივერპული“ მას აშკარად არ მიიჩნევს ალისონის ბუნებრივ მემკვიდრედ და სწორედ ამიტომ დაიმატა მამარდაშვილი.
ქართველმა მეკარემ სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ ის კელეჰერის ადგილს დაიკავებს და ალისონის შემცვლელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ საკუთრება გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა და 1 სეზონით კვლავ „ვალენსიაში“, იჯარის წესით დარჩა. ქართველი მეკარე მერსისაიდულ გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ, ივლისში შეუერთდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ