მას შემდეგ, რაც ხვიცა კვარაცხელია "პსჟ"-ში გადავიდა, ქომაგებში აზრი ორად გაიყო - სწორად მოიქცა, თუ არა ქართველი ამ ნაბიჯით.
ბუნებრივია, ხვიჩას ამ გადაწყვეტილებას ახლა ყველა დადებითად აფასებს, თუმცა რამდენიმე თვის წინ ქართველ ქომაგებში სხვადასხვა აზრი ფიქსირდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა ტრანსფერის დადასტურებიდან მალევე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მე არ მომეწონა, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში რომ გადავიდა.
"ჯერ ჩემპიონატები შევადაროთ. მე ვარ რეალისტი და ჩემთვის საფრანგეთის ჩემპიონატი არაფერს ნიშნავს.
"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ხვიჩა თუ არ თამაშობს, საფრანგეთის ლიგის მატჩს ვუყურო. ახლაც მხოლოდ მაგის ხათრით ვუყურებ", - თქვა გუცაევმა.