ფრანგულ მედიაში ფოთის კოლხეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევის გიორგი აბუაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია იწერება.
ერთ-ერთი გამოცემა იუწყება, რომ ქართველის შეძენა ლიგა 2-ში დაქვეითებულ სენტ-ეტიენს სურს, სადაც გასული სეზონი ზურიკო დავითაშვილმა გაატარა.
22 წლის გიორგი აბუაშვილი დინამო თბილისის აღზრდილია, ამჟამად კი ფოთის კოლხეთში ირიცხება. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის 18 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ნაჩვენებმა თამაშმა კი მისი ფასი კიდევ უფრო გაზარდა.
უნივერსალურმა ფეხბურთელმა, რომელიც ძირითადად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს, ფრანგ თანატოლებთან გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ამით მან ლიგა 1-ის კლუბებში ინტერესი გააძლიერა და სავარაუდოა, რომ უკვე ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს გამოიცვლის.
აბუაშვილის ფასი დაახლოებით 450 ათასი ევროა, რაც სენტ ეტიენისთვის მიმზიდველი ვარიანტია. "მწვანეები" დინამიურ ფეხბურთელებს ეძებენ, ქართველი კი სწორედ ასეთია: ფეთქებადი ხასიათის, ტექნიკურად კარგად მომზადებული და ყოველთვის კარზე დაგეშილი. დიდი შანსია, რომ სენტ ეტიენის პროექტი მისი კარიერული ზრდისთვის სწორედაც რომ შესაფერისი ვარიანტი იყოს", - წერს Peuple-Vert.fr.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
