2025 წლის მაისში საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით და 3 ქულით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენმა ასაკობრივმა, პირველ ტურში, ტურნირის დებულების თანახმად, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ პირდაპირ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა; ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და 1 ქულა მოიპოვა.
გიორგი ჩიტაურის ფორმაციის 15-წლამდე ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფა-ს განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.
8 მაისი | ლატვია 1:1 [2:4] საქართველო
10 მაისი | სომხეთი 2:2 [5:3] საქართველო
12 მაისი | უზბეკეთი 0:3 საქართველო
ბოლო შეხვედრაში, თავი გუნდის კაპიტანმა - ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს. დუნდუამ, გოლების გატანა სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.
ერევნის განვითარების თასზე, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე კვარაცხელია გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 4 გოლით - ნიკოლოზ დუნდუა.
ტურნირის თასი კი, ჩვენი ასაკობრივის კაპიტანს - ანდრია ფოცხვერიას, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა.
 ლეგიონერები
 დინამო თბილისი
 დინამო ბათუმი
 იბერია 1999
 გაგრა
 ტორპედო
 თელავი
 სამგურალი
 დილა
 ჩემპიონთა ლიგა
 ევროპა ლიგა
 კონფერენს ლიგა
 პრემიერ ლიგა
 ერთა ლიგა
 ლა ლიგა
 სერია ა
 ბუნდესლიგა
 ლიგა 1
 ერედივიზიონი
 მანჩესტერ იუნაიტედი
 ლივერპული
 მანჩესტერ სიტი
 ჩელსი
 არსენალი
 ტოტენჰემი
 რეალი
 ბარსელონა
 ატლეტიკო
 სევილია
 ვალენსია
 იუვენტუსი
 ნაპოლი
 მილანი
 ინტერი
 რომა
 ლაციო
 ბაიერნი
 დორტმუნდი
 ლაიფციგი
 პსჟ
 ლიონი
 მონაკო
 მარსელი
 აიაქსი
 ბენფიკა
 პორტუ
