როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 გამოეთიშა.
თბილისური გუნდი ესტონურ ლევადიასთან ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
რაც შეეხებათ, გორის დილას, სპაერსა და ქუთაისის ტორპედოს ისინი თავიანთ განმეორებით მატჩებს 31 ივლისს გამართავენ.
სამივე გუნდმა პირველი მატჩი გასვლაზე ითამაშა და სამივემ წააგო.
აღსანიშნავია, რომ ევროტურნირების დაწყებამდე უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 55-დან 51-ე პოზიციას იკავებდა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ უკუსვლაა:
საქართველო 52-ე პოზიციაზე დაქვეითდა.
50. ლუქსემბურგი - 6.250;
51. ჩრდ. მაკედონია - 5.916;
52. საქართველო - 5.875;
53. უელსი - 5.624;
54. გიბრალტარი - 4.957;
55. სან მარინო - 2.498;
თუ ჩვენი ქვეყანა 53-ე პოზიციაზე დაქვეითდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი სეზონიდან საქართველოდან 4-ის მაგივრად ევროასპარეზზე 3 კლუბი წარდგება.
იბერია 1999-ის გამოვარდნამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
თუ ხვალ 3 გუნდიდან სამივე დამარცხდა, ეს თითქმის ავტომატურად ნიშნავს, იმას რომ შემდეგ სეზონში შემცირება შეგვეხება.
შესაძლოა ვერც მათმა გამარჯვებამ გადაგვარჩინოს.
სიტუაცია შესაძლოა მაშინ გამოსწორდეს, თუ დილა, ტორპედო ან სპაერი კონფერენს ლიგაზე კვალიფიცირდება და იქაც თავს გამოიჩენს.
ვითარება ძალიან მძიმეა...
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ