დღეს ნიჟნი ნოვგოროდმა ვახტანგ ბედოშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
მოგეხსენებათ, ფეხბურთელსა და კლუბს შორის გარიგება ჩუმად შეგდა, ისე, რომ ორბმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ქართული კლუბი განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ისინი ამ ტრანსფერის ჩუმად შეთანხმების გამო FIFA-სთან იჩივლებენ.
თუ FIFA-მ ორბი გაამრთლა, სხვადასხვა პუნქტების დარღვევის გამო ბედოშვილს ფეხბურთის თამაში აეკრძალება, ნიჟნი ნოვგოროდი კი 2-3 სეზონი ტრანსფერს ვერ განახორციელებს.
ს.კ. ორბი-ს ოფიციალური განცხადება:
"გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კლუბის პოზიცია:
ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში - პარი ნიჟნი ნოვგოროდში.
როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ."
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ