როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთ კლუბი ორბი ნიჟნი ნოვგოროდის წინააღმდეგ ვახტანგ ბედოშვილის ტრანსფერის ჩუმად განხორციელებასთან დაკავშირებით FIFA-სთნ ჩივილს აპირებს.
ქართული კლუბი თვლის, რომ ფეხბურთელმა და რუსულმა გუნდმა არსებული კონტრაქტი დაარღვიეს, რაც FIFA-ს კანონმდებლობად ეწინააღმდეგება.
"გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კლუბის პოზიცია:
ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში - პარი ნიჟნი ნოვგოროდში.
როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ", - წერია ორბის ოფიციალურ განცხადებაში.
მათ ამ განცხადებას ნიჟნი ნოვგოროდმა უპსაუხა:
"ვახო ბედოშვილის საიჯარო კონტრაქტში ხაზგასმით ეწერა გამოსასყიდი თანხა, რომელიც გადავიხადეთ და კონტრაქტი გამოვისყიდეთ.
ალბათ, ეს სხვა გუნდებმა არ იცოდნენ, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა და ბრძოლა მოვიგეთ. სავარაუდოდ, ორბის უფრო მეტი თანხის მიღება სურდა და ამითაა განაწყენებული, თუმცა ეს ჩვენი საქმე უკვე აღარაა.
ტრანსფერი კონტრაქტის ყველა პუნქტის დაცვით შევასრულეთ, ორბის არ აქვს არანაირი საფუძველი საჩივრის შეტანის”.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
