საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში გასამართ ოფიციალურ შეხვედრებში „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.
ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელს ტერფის ძვლის დაზიანების გამო ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს.
„გიორგი ჩაკვეტაძე ტერფის რთული დაზიანების შემდეგ მომავალ თვეში მოედანზე დაბრუნებას გეგმავს. ქართველ ფეხბურთელს პრობლემა აპრილში, „ბრისტოლ სიტისთან“ გამართული გასვლითი შეხვედრის შემდეგ შეექმნა, რაც გადატვირთვისა და განმეორებითი დარტყმების შედეგი იყო.
გაირკვა, რომ დაზიანებული ქსოვილი ნელა აღდგება, რის გამოც ჩაკვეტაძემ გასული სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშა. რეაბილიტაციის პროცესის გასაგრძელებლად ის წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე დაბრუნდა და პაულო პეცოლანოს ხელმძღვანელობით სურდა, გუნდის საკვანძო ფიგურა გამხდარიყო.
ივნისში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა ისევ არსებობდა, თუმცა ნაკლებად მძიმე ფორმით. ამიტომ გასულ თვეში გიორგი ჩაკვეტაძე ეტაპობრივად დაუბრუნდა ძირითად ჯგუფს და დაგეგმილი იყო, რომ „დეპორტივოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო.
თუმცა ხუთი ვარჯიშის შემდეგ ჩაკვეტაძემ ტკივილი იგრძნო და სიფრთხილის მიზნით ისევ ჩაუტარდა გამოკვლევა.
სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ მას რეკომენდაცია მიეცა, არ დაიტვირთოს ექვსი კვირის განმავლობაში, იმუშაოს მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე. ამ ექვსკვირიან პერიოდს ემთხვევა სანაკრებო შესვენებაც“, – წერია „უოტფორდის“ გავრცელებულ ცნობაში.
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით სექტემბერში თურქეთისა (4 სექტემბერი) და ბულგარეთის (7 სექტემბერი) ნაკრებებს უმასპინძლებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ