შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" თურქეთის ჩემპიონატში "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი "ტრაბზონი" ფანებს გულთან ხელის მიტანით მიესალმა და მათდამი პატივსცემა გამოხატა.
ბუნებრივია, არველაძის ყოფილ გუნდში ქართველი ლეგენდა დღემდე ძალიან უყვართ და აფასებენ.
ცნობისთვის, შოთას გუნდს ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს.