საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი იუთუბს გადაცემა ლაი-ლაიშ იყო სტუმრად.
მან ქართულ ფეხბურთზე ბევრი ისაუბრა, მათ შორის ბათუმის დინამოს ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, გია ჭიაბრიშვილზე გააკეთა კომენტარი:
სამწუხაროა ის, რომ ამ მესიჯს კარგად ყიდი, ვიღაც ამას იჯერებს. პრობლემა იცით, რაშია? ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც პირიქით მოლოდინი გაქვს, რომ თავის მუშაობით გუნდს ხელს დაატყობს, ან მანამდე სადაც მუშაობდა, რომ ჩემპიონატის ხარისხი აწიოს. ეს ადამიანი ბათუმის "დინამომდე" ბევრ სხვა გუნდში იყო და მათ შორის ევროტურნირებიც აქვს ნათამაშები და აღარ ვიტყვი ვინ გამოაგდო და რა ეტაპები აქვს გავლილი და როგორ აქვს.
გთავაზობთ თავად ჭიაბრიშვილის განცხადებას, რომელსაც კობიაშვილი გამოეხმაურა:
"ჩემი შეფასება არ ვიცი ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, გვაქვს დაბალი დონის ხარისხი და თამაშები, ამას პირადად ჩემს გუნდზე ვიტყვი. ქვეყნის ჩემპიონატი ასე არ ვითარდება, ერთ დონეზეც კი ვერაფრით ვერ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ყოველი წელი უარესია... ეს ვისაც ეხება - სახელმწიფომ, ფედერაციამ, კლუბებმა, ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკონ რაღაც, რომ ამ დონეს ეშველოს. ჩემპიონატის დონე საგრძნობლად დაბალია წინა წელთან შედარებით", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საგარეჯოს "გარეჯთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
