გია ჭიაბრიშვილმა ლევან კობიაშვილს უპასუხა - "მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს" გია ჭიაბრიშვილმა ლევან კობიაშვილს უპასუხა - "მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს" » Footballnews გია ჭიაბრიშვილმა ლევან კობიაშვილს უპასუხა - "მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს"
გათიშვა

გია ჭიაბრიშვილმა ლევან კობიაშვილს უპასუხა - "მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს"

გია ჭიაბრიშვილმა ლევან კობიაშვილს უპასუხა - "მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს"
1 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა ლაი-ლაიში ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი გააკრიტიკა:

"მინდა ამ თემასაც შევეხო, ერთი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობდა... სიმართლე გითხრათ, რაღაც ვიდეო ვნახე და მართლა გაუგებარია, რასაც აკეთებს. მგონია, რომ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, ადამიანი საერთოდ მწვრთნელია, თუ ექსპერტია. ისეთ რაღაცებს საუბრობს, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მგონია, რომ სისულელეა, რასაც საუბრობს. თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს და გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით, რომ არის ძალიან დაბალი, დიდი ხანია, რაც ამას ვხედავთ და ამას ვიძახი დიდი ხანია, რომ დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს? ანუ ფედერაციამ უნდა იზრუნოს? ადამიანი, რომელიც ირჩევს ფეხბურთელებს, შენ მოგყავს, კონტრაქტს შენ უფორმებ, შენ ამზადებ, შენ მიგყავს შეკრებაზე, შენ ავარჯიშებ, შენ ათამაშებ, ტაქტიკას შენ განაგებ და ვინ უნდა აწიოს ჩემპიონატის დონე? ანუ მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი?

სამწუხაროა ის, რომ ამ მესიჯს კარგად ყიდი, ვიღაც ამას იჯერებს. პრობლემა იცით, რაშია? ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც პირიქით მოლოდინი გაქვს, რომ თავის მუშაობით გუნდს ხელს დაატყობს, ან მანამდე სადაც მუშაობდა, რომ ჩემპიონატის ხარისხი აწიოს. ეს ადამიანი ბათუმის "დინამომდე" ბევრ სხვა გუნდში იყო და მათ შორის ევროტურნირებიც აქვს ნათამაშები და აღარ ვიტყვი ვინ გამოაგდო და რა ეტაპები აქვს გავლილი  და როგორ აქვს".

კობიაშვილის განცხადებას თავად ჭიაბრიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა:

"მოგესალმებით, 

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ავღნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.

აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.

ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.

წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!"

FACEBOOK კომენტარები