როგორც მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია ანორთოსისში დაბრუნდა.
ოფიციალური წარდგენის შემდეგ ქართველმა მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა:
"მე ვბრუნდები გუნდში, რომელიც როგორც ფეხბურთელს, ჩემი ოცნებების ასრულებაში დამეხმარა და როგორც მწვრთნელს, თავის გამოხატვის შესაძლებლობა მომცა. ერთად მივაღწიეთ იმას, რაზეც სხვები ვერც კი ოცნებობენ. ახლა ჩვენ ვერ დაგპირდებით თასებს. ეს მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის - ეს ყველაფერი ისაა, რაც ფამაგუსტამ მომცა.
როგორ შეგვიძლია ანორთოსისის სიამაყის აღდგენა? ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გუნდი იმ პოზიციაზე დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას ნამდვილად იმსახურებს. ეს არა მხოლოდ სპორტული ასპექტია, არამედ ფინანსურიც. ამჟამად ანორთოსისი წამყვან როლში არ არის, არსებული ვითარება კი ტიტულებისთვის ბრძოლის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა ვეცდებით, ჩავარდნები თავიდან ავიცილოთ.
შემეძლო სხვა გუნდში მუშაობაც, მაგრამ ანორთოსისში დაბრუნება ჩემი ბედისწერა იყო. ვეცდებით, ვიყოთ კონკურენტუნარიანი. ეს გუნდი ქვეყნისთვის ძალიან სიმბოლურია და მეტს იმსახურებს. ახლა რთული პერიოდია და გუნდს ხალხის თანადგომა სჭირდება", - განაცხადა ქეცბამ.
შეგახსენებთ, რომ თემური ანორთოსისს უკვე 2-ჯერ წვრთნიდა. ის კლუბში მესამედ დაბრუნდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ