უცხოური საფეხბურთო გამოცემა, Theballerzscout ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმაზე, თორნიკეზე წერს:
"ეს სრული სიგიჟეა! ხვიჩა კვარაცხელია თავის ოჯახში ერთადერთი ფეხბურთელი არ არის. მისი უმცროსი ძმა ასევე თამაშობს. გასულ დღეებში მან თავისი ძმის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. მაგარი ის არის, რომ ორივეს 7-ნომრიანი მაისური აცვია.
მისი პატარა ძმა, თორნიკე ასევე ვინგერია და 15 წლის ასაკში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში თამაშობს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ქართველი და ორივე ფლანგიდან კვარა უტევს. ქართული ფეხბურთი ძლიერდება", - წერს გამოცემა.