"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიზანია ფიფას წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფას წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.
სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვაჯთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე. აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე ფიფას წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს.
ფიფას პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას აგრძელებენ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში. 2023 წლიდან ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.
დავით მუჯირი კი, ფეხბურთის განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა. ლევან კობიაშვილთან და დავით მუჯირთან ერთად, უეფას კომიტეტებში სფფ-ის კიდევ ოთხი წარმომადგენელია. სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრია, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იურიდიული კომიტეტის, ხოლო ოთარ გიორგაძე - მედიის კომიტეტის წევრია", - წერს სფფ-ს ოფიციალური საიტი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
