უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა BBC-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერსა და ევროპულ ფეხბურთში თანასწორობაზე კომენტარი გააკეთა:
"არამგონია, რომ სუპერლიგის შექმნის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი განხორციელდებოდა. ვერც ლუკა მოდრიჩი ვერ შეძლებდა „ოქროს ბურთის“ მოგებას,“ — განაცხადა ჩეფერინმა.
უეფა-ს პრეზიდენტის თქმით, მთავარი მიზანია ევროპული ტურნირები ყველა კლუბისა და ქვეყნისთვის ღია დარჩეს:
"ვამაყობ იმით, თუ როგორი თანასწორობით ვეპყრობით ყველა კლუბსა და ქვეყანას, ჩვენ გვინდა, რომ ევროტურნირები ყველასთვის ღიად დარჩეს.“ — დაამატა ალექსანდრერ ჩეფერინმა.