ლუჩანო სპლაეტიმ სიმბოლური გუნდი შეადგინა — მოხვდა თუ არა ხვიჩა ლუჩანო სპლაეტიმ სიმბოლური გუნდი შეადგინა — მოხვდა თუ არა ხვიჩა » Footballnews ლუჩანო სპლაეტიმ სიმბოლური გუნდი შეადგინა — მოხვდა თუ არა ხვიჩა
გათიშვა

ლუჩანო სპლაეტიმ სიმბოლური გუნდი შეადგინა — მოხვდა თუ არა ხვიჩა

ლუჩანო სპლაეტიმ სიმბოლური გუნდი შეადგინა — მოხვდა თუ არა ხვიჩა
16 საათის და 20 წუთის წინ
გიორგი არახამია

Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც წარსულში არაერთი დიდი კლუბი გაწვრთნა, მისი სიმბოლური გუნდი შეადგინა.

იტალიელმა სპეციალისტმა თავისი სიმბოლური გუნდი დააკომპლექტა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც კარიერის განმავლობაში უმუშავია.

სია, რომელშიც მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ფრანჩესკო ტოტი, მოჰამედ სალაჰი და ედინ ჯეკო, ეს სია ხვიჩა კვარაცხელიამაც გაამშვენა — ქართველი ფეხბურთელი იტალიელმა მწვრთნელმა ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებად შეარჩია.

სპალეტის სიმბოლური გუნდი ასეთია:

მეკარე: ვოიცეხ შესნი 

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კალიდუ კულიბალი კრისტიან კივუ მარეკ იანკულოვსკი 

ნახევარმცველები: დავიდ პისარო, დანიელე დე როსი, მოჰამედ სალაჰი, ფრანჩესკო ტოტი ხვიჩა კვარაცხელია 

თავდამსხმელი: ედინ ჯეკო.

სპალეტიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ყველა ამ მოთამაშესთან მუშაობა მას კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ჰქონია, თუმცა კვარაცხელიას „უნიკალური ტალანტი და თავმდაბლობა“ გამოყო.

შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ სწორედ ხვიჩასთან ერთად მოიპოვა სერია A-ს ჩემპიონობა ნაპოლისთან ერთად 2023 წელს.



FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ