თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის წინ, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენს ჯგუფს ჰყავს მონსტრი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიოში ამ მომენტისთვის საუკეთესო ნაკრებია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, თუ საიდან მოვდივართ. როგორ განვითარდა საქართველოს ნაკრები გასული წლების განმავლობაში, ახლა კი გვაქვს მიზანი, რომ შემდეგ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, რისთვისაც ამ მატჩში წარმატება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
"ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებული მიდგომა იქნება. თუ 2 ან 3%-ს მაინც დავაკლებთ, შედეგი კატასტროფული იქნება. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ფეხბურთელების განწყობა და მოტივაცია უმაღლეს დონეზეა"- თქვა სანიოლმა.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი 14 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.