„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი ნახევარმცველის აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს:
"გიორგი უკვე მინდორზე ვარჯიშობს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და რეაბილიტაციის პროცესში არანაირი შეფერხება არ დაფიქსირებულა.'
"მან ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშის ეტაპი დაასრულა და ახლა სრულად მოედნურ დატვირთვაზე გადადის,“ – განაცხადა გრასიამ.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ბოლოს გასულ სეზონში, 5 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ ფეხის თითის მოტეხილობის გამო გარკვეული პერიოდი გაუუქმდა.
ახლა კი, როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.