გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - ხავი გრასია ქართველის დაბრუნებაზე საუბრობს გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - ხავი გრასია ქართველის დაბრუნებაზე საუბრობს » Footballnews გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - ხავი გრასია ქართველის დაბრუნებაზე საუბრობს
გათიშვა

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება - ხავი გრასია ქართველის დაბრუნებაზე საუბრობს

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება -  ხავი გრასია ქართველის დაბრუნებაზე საუბრობს
2 თვის წინ
გიორგი არახამია

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი ნახევარმცველის  აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს:

"გიორგი უკვე მინდორზე ვარჯიშობს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და რეაბილიტაციის პროცესში არანაირი შეფერხება არ დაფიქსირებულა.'

"მან ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე ვარჯიშის ეტაპი დაასრულა და ახლა სრულად მოედნურ დატვირთვაზე გადადის,“ – განაცხადა გრასიამ.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ბოლოს გასულ სეზონში, 5 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ ფეხის თითის მოტეხილობის გამო გარკვეული პერიოდი გაუუქმდა.

ახლა კი, როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელი დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

FACEBOOK კომენტარები