ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი მარსელინო ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ყველასთვის გასაგებია, რომ ფავორიტად „სიტი“ მიიჩნევა — მათზე დიდ ფულს დებენ, გუნდი უდიდესი გამოცდილებით სარგებლობს და მათი ხარისხი უდავოა, მაგრამ ფეხბურთი ერთ შეხვედრაზეა დამოკიდებული და ამ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
"ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ,“ — აღნიშნა მარსელინომ.
სპეციალისტმა ასევე განმარტა, რატომ ვერ ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ წინა ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ:
"ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი მცირე დისკომფორტს გრძნობდა — თურქეთთან შეხვედრაში შესვენებაზე შეცვალეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, სიფრთხილე გვეჩვენებინა, რათა უფრო სერიოზული ტრავმა არ მიეღო, ეს იყო წინდახედული გადაწყვეტილება."
"ახლა მიქაუტაძე თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი წესრიგშია და ვფიქრობ, „სიტისთან“ აუცილებლად იქნება მოედანზე.“
მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება.