გურამ კაშია: “ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ” გურამ კაშია: “ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ” » Footballnews გურამ კაშია: “ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ”
გათიშვა

გურამ კაშია: “ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ”

გურამ კაშია: “ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ”
5 საათის და 46 წუთის წინ
გიორგი არახამია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ნიდერლანდურ მედიასთან საუბარში აღიარა, რომ შესაძლოა მიმდინარე სეზონი მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო იყოს.

„ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ, თუ ვიტესი არ დამირეკავს და არ მეტყვის, რომ ვჭირდები,“ – აღნიშნა კაშიამ, რომელმაც არ დამალა, რომ არნემში დაბრუნებაზე ოცნებობს.

„იმედი მაქვს, ვიტესში ფეხბურთელის სტატუსით დავბრუნდები, რომ გუნდს რთულ სიტუაციაში დავეხმარო. მინდა დაბრუნება, თუნდაც ბალახის მომვლელადაც კი – ეს გუნდი ძალიან მიყვარს,“ – აღნიშნა 38 წლის მცველმა.

ცნობისთვის მაისში, GEO TEAM-თან ინტერვიუში, კაშიამ განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ ორი წლის განმავლობაში სურდა, თუმცა ახლა ამაზე უკვე სხვაგვარად ფიქრობს.

გურამ კაშიამ "ვიტესში" 8 წელზე მეტი გაატარა და სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო არნემულმა კლუბმა პირველი ტიტული ისტორიაში.

FACEBOOK კომენტარები