ლუკა ლოჩოშვილი: „გერმანიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა" ლუკა ლოჩოშვილი: „გერმანიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა" » Footballnews ლუკა ლოჩოშვილი: „გერმანიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა"
გათიშვა

ლუკა ლოჩოშვილი: „გერმანიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა"

ლუკა ლოჩოშვილი: „გერმანიაში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა"
4 დღის და 2 საათის წინ
გიორგი არახამია

ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ ოფიციალურ YouTube არხს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალ გუნდზე, მიზნებზე და გერმანულ ფეხბურთზე ისაუბრა.

„ნიურნბერგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი კლუბია გერმანიაში. ვიცოდი, რამდენად დიდი ისტორია და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს ამ გუნდს, ამიტომაც მათი წინადადება უდიდესი სიხარულით მივიღე,“ — თქვა ლოჩოშვილმა.

ქართველმა მცველმა აღნიშნა, რომ გერმანული ფეხბურთის სტილი მის თამაშის მანერას შესაფერისია:

„მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ბუნდესლიგა 2-ში კარგად მოვერგებოდი. მითამაშია სხვადასხვა ქვეყანაში და მინდოდა, ეს გამოცდილება გერმანიაშიც შემეძინა. ეს ჩემთვის ახალი ეტაპია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო.“

ლოჩოშვილი საკუთარ პროფესიულ დამოკიდებულებაზეც საუბრობს:

„არც ძალიან ახალგაზრდა ვარ და არც ასაკოვანი, ამიტომ ახლა ის პერიოდია, როცა მინდა, მაქსიმუმს მივაღწიო. მინდა, ‘ნიურნბერგთან’ ერთად რაღაც განსაკუთრებული შევქმნა და კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო.“

შეგახსენებთ, ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში „ნიურნბერგი“ 9 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-15 ადგილზეა.

გუნდი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს „კაიზერსლაუტერნის“ წინააღმდეგ გამართავს.

FACEBOOK კომენტარები